მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

QR კოდი საქონლის ხორცზე - რა ახალი ინფორმაციის მიღებას შეძლებს მომხმარებელი

60f2c13191946
თათია ჩაფიჩაძე
17.07.21 15:54
2948
2021 წლის ბოლომდე მომხმარებელს QR კოდით საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებს.

Naits - ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისთვის მუშაობს.

როგორც bm.ge-ს FAO-ს ცხოველთა იდენთიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ სოხაძემ განუმარტა, მომხმარებელს საშუალება ექნება გაიგოს რომელ რეგიონში, რომელ სასაკალაოზე დაკლული პირუტყვი და რამდენი წლის საქონლის ხორცი იყიდება ამა თუ იმ სარეალიზაციო ობიექტზე.

“ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც განთავსებულია ბაზარზე, განსაკუთრებით კი მალფუჭებადი, აუცილებლად უნდა იყოს მიკვლევადი. საიდან წამოვიდა ეს პროდუქტი, ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ ყველა დეტალი, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს შეგვეძლოს შესაბამისი ზომების გატარება.

რაც შეეხება მომხმარებელს, მას თუ დააინტერესებს, უნდა იცოდეს როდის დაიკლა საქონელი, რა პირობებში და სად. დღეს ნებისმიერ საქონელს ახლავს საყურე, რაც მის შესახებ ინფორმაციას იძლევა.  ამ ნიშანს დაემატება უახლოეს თვეებში QR კოდი და შესაბამისი პროგრამის გამოყენებით ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება გაიგოს სად გაიზარდა ეს საქონელი, სად დაიკლა.

ჩამოტვირთავ აპლიკაციას, Naits - ასე ჰქვია მას და თუ სურვილი გექნება შეიტყობ დამატებით დეტალებს. მომხმარებელი უნდა იყოს დაცული და ეს პროგრამაც სწორედ ამას ემსახურება “- განმარტავს სოხაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები