მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქსელურ მარკეტებში ძალიან რთულია შესვლა - ჩაის მწარმოებლები

ჩაი

ჩაის ბიზნესში ჩართული კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გატანა პრობლემურია.

როგორც მათ Bm.ge- ს უთხრეს, საქართველოში უმაღლესი ხარისხის ჩაის იწარმოება, მაგრამ საქართველოს ბაზარი დაბალი ხარისხის, დაბალ ფასად შემოტანილი იმპორტირებული პროდუქციით არის გაჯერებული და ადგილობრივ ჩაიზე მოთხოვნა არ არის.

"გეზრული ჩაის“ დირექტორმა თორნიკე შეყილაძე ამბობს, რომ აუცილებელია ქართული ჩაის პოპულარიზაცია მოხდეს.

„ქართული ჩაის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, რადგან მაღალი ხარისხის, ბიოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ჩაის ვაწარმოებთ და მსოფლიოში ისეთი ჩაი, როგორი ხარისხიც საქართველოშია და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში - მაღალმთიან იმერეთშია, ძალიან იშვიათია. არავინ იყენებს ჰერბიციდებს, რაც მის მაღალ ხარისხზე, საგემოვნო თვისებებზე და ექსტრაქტზე მიუთითებს. ჩაის ბაღები მდებარეობს ისეთ ადგილას, სადაც 30 კილომეტრის რადიუსში არ არსებობს არანაირი დამაბინძურებელი ფაქტორი, რაც ძალიან იშვიათია მსოფლიოში.

მიუხედავად ამისა, საქართველოში შემოდის იმპორტირებული საქონელი, რომელიც დაბალი ხარისხისაა.

დაბალი ხარისხის შემოტანამ საქართველოში დააზიანა თვითონ ჩაის იმიჯი, რადგან ადამიანების უმეტესობამ ქვეყანაში არ იცის ჩაის როგორი გემო უნდა ჰქონდეს. პირადად მქონდა მცდელობა რამდენიმე ქსელურ მაღაზიაში შემეტანა ჩაი, მაგრამ არ უნდათ,“ - განაცხადა თორნიკე შეყილაძემ.

Bm.ge -სთან იგივე პრობლემაზე ისაუბრა ფერმერმა გაბრიელ თენიეშვილმა, რომელიც ყოველწლიურად 5 ტონამდე უმაღლესი ხარისხის ჩაის ოზურგეთში, სოფელ ბახვში აწარმოებს. როგორც მან თქვა, „თენიეშვილების ჩაის“ ადგილობრივ ბაზარზე შესვლის მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ ფერმერებისგან იცის, რომ საქართველოს ბაზარზე გასვლა დიდ პრობლემებს უკავშირდება.

„ქსელურ მარკეტებში ძალიან რთულია შესვლა, დიდი თანხებს ითხოვენ და ასევე არის მონოპოლიური განწყობებია“, -  თქვა გაბრიელ თენიეშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები