მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანა მცირე მეწარმისთვის რთულია”-”ბადიში”

644ec0ce7f30c
ანუკა ჯოხაძე
30.04.23 22:00
1375
მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში სახელდებოდა ქსელურ სუპერმარკეტებთან თანამშრომლობა იყო. ბიზნესი ამბობდა, რომ მსხვილ ქსელურ მარკეტებში არსებული კაბალური პირობების გამო ისინი პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებდნენ.

როგორც BM.GE-თან კომპანია ბადიშის დამფუძნებელი აცხადებს, აღნიშული პრობლემა მასაც აქვს. გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომელიც ბაზარს ქართულ ტრადიციულ სოუსებს სთავაზობს, ამ დრომდე ვერ ახერხებს ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანას. მისი თქმით, ამისთვის შესაბამისი ფინანსები მცირე კომპანიებს არ აქვთ, შესაბამისად, გასაღების ეს არხი, მათთვის გამოუსადეგარია.

ბადიშის დამფუძნებელი საუბრობს ექსპორტის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც, რის გამოც მისი პროდუქცია ჯერ-ჯერობით საზვარგარეთის დახლებზე ვერ მოხვდა.

“მინდა ქსელურ მარკეტში პროდუქციის შეტანა, მაგრამ რთულია. მცირე მწარმოებლები ფინანსური თვალსაზრისით მარკეტებში მსხვილ კომპანიებს კონკურენციას ვერ უწევენ. ასევე პრობლემებს ვაწყდებით ექსპორტი თვალსაზრისითაც. სერტიფიცირების პროცესი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

საზღვარგარეთ რომ გავიტანო პროდუქცია და ექსპორტზე გავუშვა მთხოვენ ISO სტანდარტებს, რომელსაც ჩემი მცირე საწარმო ვერ შეძლებს რომ დააკმაყოფილოს. მაქვს დანერგილი ჰასპის სტანდარტიც, მაგრამ ISO სტანდარტი დიდ ფინანსებს და უფრო მოცულობით საწარმოს მოითხოვს.”-აცხადებს კომპანია “ბადიში”-ის დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე.

ცნობისთვის: „ბადიშის“ 8 სახეობამდე პროდუქტი სრულიად ადგილობრივი, გურიაში მოპოვებული, ნედლეულით მზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები