მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"10 000 ობიექტიდან 2021 წლის მაისამდე 10% -15% მიაღწევს" - რესტორატორთა ასოციაცია

5f85c8d733b2d
ელენე გოგბერაშვილი
14.10.20 09:00
2078

სარესტორნო ბიზნესი მთავრობას დამატებით საგადასახადო შეღავათებს სთხოვს. ოფიციალური მიმართვა რესტორატორთა ასოციაციამ მთავრობას რამდენჯერმე გაუგზავნა, თუმცა როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რეალური რეაგირება მათ არცერთ მიმართვას არ მოჰყოლია.

დაყადაღებული ქონება, გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებები, იჯარა და კომუნალური გადასახადები - ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც, როგორც კოტე გაბრიჩიძე ამბობს, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი აღმოჩნდა.

რესტორატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ბარ-რესტორნების დიდი ნაწილი დროებით, ზოგი კი, სამუდამოდ დაიხურა. მათი გათვლებით, მომავალი წლის მაისამდე ქვეყანაში რეგისტრირებული 10 ათასზე მეტი ობიექტიდან მხოლოდ 10%-15% მიაღწევს.

"როდესაც უმუშევარია, ფაქტობრივად, 100 000 ადამიანი და მუშაობს 1000, ამ ვითარებაში საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათები არაფერს ნიშნავს. სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ყოფილიყო დათმობები დღგ-ის გადახდის ნაწილში“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე. 

რესტორატორებისთვის საგადასახადო ტვირთთან ერთად მთავარი გამოწვევა საბანკო ვალდებულებებია. როგორც ისინი ამბობენ, რეალური მხარდაჭერა მთავრობისგან სწორედ ბანკებთან შუამდგომლობისთვის სჭირდებათ.

„მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ სასესხო ვალდებულებებზე გაკეთებულიყო კიდევ 6 თვიანი შეღავათი, რადგან ყველაზე დაზარალებული დარგი ვართ. ბანკებმა მოიმარჯვეს ნაჯახი, ხდება დატერორება -  დაგაყადაღებთ, ამას გიზამთ, იმას გიზამთ, ქონებებს წავიღებთ, 6 თვე გავიდა და გეყოთო. რეალურად ასე მსოფლიოში არ ხდება, ჩვენ თუ დავზარალდებით, წავიყოლებთ უამრავ თანმდევ ბიზნესებს“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები