მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"800 კილოგრამამდე კალმახს მივიღებ" - ყაზბეგში მცირე საკალმახე მეურნეობა მოეწყო

62a73e0754e62
მარიამ იზორია
14.06.22 09:00
1108
ყაზბეგში, სოფელ გერგეტში მცირე საკალმახე მეურნეობა მოეწყო.

როგორც მეურნეობის დამფუძნებელი გიორგი სუჯაშვილი bm.ge-სთან ამბობს, ამ დროისთვის ოთხი აუზი აქვს და საწყის ეტაპზე 5 000 ლიფსიტების მოშენება დაიწყო.

მისივე თქმით, თვის ბოლოდან პირველი მოსავლის გაყიდვას დაიწყებენ, რომლის მოცულობა, დაახლოებით, 800 კილო კალმახი იქნება.

გიორგი სუჯაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, თევზის სარეალიზაციო ობიექტებში შეტანის საჭიროება არ აქვთ და ის ადგილიდან გაიყიდება.

საკალმახე მეურნეობის დამფუძნებელი სამომავლოდ გაფართოებას და ზამთრის აუზის მოწყობას გეგმავს.

„პირველი 2-გრამიანი ლიფსიტა გასულ წელს გორიდან ჩამოვიყვანე. იტალიიდან იმპორტირებული უმაღლესი ხარისხის თევზის საკვებით ვკვებავ. თვის ბოლოდან უკვე გაყიდვას დავიწყებ, გავზრდი და საბოლოოდ, 800 კილომდე კალმახს მივიღებ. რაც შეეხება რეალიზაციას, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე პროდუქტს ადგილზე გავყიდი, სარეალიზაციო ობიექტებში ჩაბარება არ დამჭირდება. სამომავლოდ გაფართოებას ვგეგმავ. ამ ეტაპისთვის ზამთრის ბასეინი მდინარეში მაქვს გაკეთებული და მინდა, ეზოში ზამთრის აუზიც მოვაწყო“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები