მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფი": “რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო, სასტუმროებში ჯავშნები უქმდება”

6231d73c29c8e
მარიამ ადამია
16.03.22 23:00
1487

"აჭარა ჯგუფის" განვითარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ოთარ ბერიშვილის თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად, სასტუმროებში ტურისტების მხრიდან ჯავშნები უქმდება, თუმცა საქართველო არაა გამონაკლისი და მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა ევროპაშიც, რადგან მისი თქმით, ადამიანები აკვირდებიან თუ როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ დაიწყებენ შვებულების დაგეგმვას.

“ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან რეგიონში მსგავსი დონის კონფლიქტი, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე და ტურიზმის სექტორზე, ამიტომ უქმდება ჯავშნები მთელი მსოფლიოდან, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ სწრაფად დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და დაიწყებენ ადამიანები მოგზაურობას, ამიტომ დღეს ჯავშნების კლება, სავარაუდოდ მომდევნო სეზონზე აღდგება,” - ამბობს ოთარ ბერიშვილი.

"აჭარა ჯგუფის" განვითარების კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, bmg-თან ასევე ისაუბრა უკრაინელების მიმართ მხარდაჭერაზე, რომელიც გამოხატა კომპანიამ, არა მხოლოდ ბანერებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც.

“ომის დაწყების პირველივე დღიდან მოვახდინეთ რეაგირება და ყველა უკრაინელს, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდა, მაქსიმალურად მივაწვდინეთ ხმა, რომ მზად ვიყავით უფასოდ გვემასპინძლა მათთვის სასტუმრო Holiday Inn-სა და “ფაბრიკაში”. მათ დღემდე ვმასპინძლობთ და სხვა დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებაშიც აქტიურად ვმონაწილეობთ,” - აცხადებს ოთარ ბერიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები