მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ტური": ბათუმი ვიზიტორების სიმცირეს უჩივის

620519f77f9b1
თათია ჩაფიჩაძე
10.02.22 21:21
1194
ბათუმში დამსვენებლების რაოდენობა ზაფხულის სეზონთან შედარებით 90%-ით, პანდემიამდელ ზამთართან მიმართებით კი 50%-ით ნაკლებია. ქალაქი ვიზიტორების სიმცირეს უჩივის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან.

ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ მიზეზი დაბალ სეზონთან ერთად რეგიონში არსებული სამხედრო ინტერვენციების რისკები და კოვიდშემთხვევების უპრეცედენტოდ გაზრდილი მაჩვენებლებია.

„ზოგადად იანვრის დასაწყისიდან თებერვლის ბოლომდე ძალიან მძიმე თვეებია ბათუმისთვის, ყოველთვის უჩივის ტურისტების სიმცირეს, რაც ცხადია დაბალსეზონურობას უკავშირდება. 2019 წელთან შედარებით რა თქმა უნდა, შემცირებული რაოდენობაა, რადგან ძალიან ბევრი რეისი იყო ევროპიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან თუ სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, განსაკუთრებით ბელარუსიდან და უკრაინიდან, იმის გათვალისწინებით რომ დღეს მდგომარეობა რეგიონში დაძაბულია, ეს მოქმედებს ტურისტულ პოტენციალზე. ფრენები ძალიან შემცირებულია, ტურისტების რაოდენობა ზაფხულის სეზონთან მიმართებით 90%-ით ნაკლებია და განახევრებულია 2019 წლის ზამთართან შედარებით", - განაცხადა BMG-თან საუბრისას „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელმა.

ბათუმში მომუშავე კომპანიები მდგომარეობის გაუმჯობესებას მარტიდან პროგნოზირებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ რაიმე ფორმის შეზღუდვები, რაც ტურისტული ნაკადების შემოდინებას ხელს შეუშლის, აღარ დაწერსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები