კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორად ირაკლი ხაბეიშვილი დაინიშნა. ირაკლი ადგილობრივი და საერთაშორისო პერსპექტივის გათვალისწინებით, კომპანიაში ფინანსების სფეროში დიდი გამოცდილებით მოდის. ის დიდ მულტინაციონალურ კომპანიებში აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობდა, როგორიცაა მათ შორის McDonald's, Archimedes Global და IRAO - ვენის სადაზღვევო ჯგუფი. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა Deloitte & Touche და Austin Commercial, აშშ-ში.
"კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ დღემდე ყველაზე მსხვილი ინვესტიცია განახორციელა ქართულ ენერგო სექტორში. კომპანიის მფლობელებს წარმოადგენენ მაღალი რეპუტაციის მქონე ნორვეგიული და ინდური კომპანიები, ამავდროულად შუახევი ჰესი დაფინანსებულია წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. კომპანია თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს მფლობელების და დამფინანსებელი ბანკების სტანდარტებით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. შუახევი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო წამყვანი და ერთ-ერთი წარმატებული ქართული ენერგო კომპანიის გუნდის წევრი“, - განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ხაბეიშვილმა.
მრავალი ინდუსტრიიდან ძლიერი ფინანსური გამოცდილებითა და ფინანსური დირექტორის როლით, ირაკლი ხაბეიშვილი გადამწყვეტ როლს ითამაშებს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ტრანსფორმაციასა და ზრდის ფორმირებაში.
ირაკლის მინიჭებული აქვს Saïd Business School, the University of Oxford-ის მაგისტრის დიპლომი და University of Texas at Arlington, USA-ში ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.
NS