მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადრე არავის წარმოედგინა, რომ სადაზღვევო სერვისის მიღებას ონლაინ შეძლებდნენ"

6173c3268ebc1
ლიკა გურაბანიძე
23.10.21 15:00
475

“ეკონომიკურმა კრიზისმა და პანდემიამ გავლენა ყველა სადაზღვეო კომპანიაზე იქონია, მათ შორის ჩვენზეც და ამიტომ, ხარჯების ოპტიმიზაცია მოვახდინეთ", - ამის შესახებ #BMG DRIVE-ში PRIME დაზღვევის მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორმა ირაკლი ბერუჩაშვილმა განაცხადა. 

როგორც მან განმარტა, დროსთან ერთად სადაზღვეო ბაზარზე ბევრი მიმართულება უკეთესობისკენ შეიცვალა და უფრო გამარტივდა. 

“რამდენიმე წლის წინ არავის წარმოედგინა, რომ ონლაინ მომსახურებებით ჩვენი სერვისის მიღება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა გარემომ და ბიზნესმა ამისკენ გვიბიძგა, რომ შესაბამის სიტუაციას მოვრგებოდით, შედეგად კი ბაზარს არ ჩამოვრჩენოდით

ჩვენ, როგორც ყველამ ონლაინ მომსახურება დავიწყეთ. საერთო ჯამში, საქართველოს ბაზარზე ამ სერვისების განვითარებას მივესალმები, რადგან ეს სამომავლოდ კონკურენციის განვითარებას, სადაზღვევო პროდუქტების და სერვისი გაუმჯობესებას უწყობს ხელს,” - განაცხადა ირაკლი ბერუჩაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები