მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა სერიოზულ დონეზე არ განიხილება" - აფხაზი ჟურნალისტის პასუხი BMG-ის

64a6bb8e3f21e
გიგა ბენია
06.07.23 18:28
2003
"აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი სერიოზულ დონეზე არ განიხილება" - ამის შესახებ აფხაზმა ჟურნალისტმა და “ნუჟნაია გაზეტას” რედაქტორმა, იზიდა ჭანიამ BMG-ის განუცხადა. იზიდა ჭანიას თქმით, რკინიგზის აღდგენაზე საუბრის მიზეზი, სავარაუდოდ, საზოგადოებაში განწყობის წინასწარი მონიტორინგია.

“ამ საკითხზე ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან [დე-ფაქტო მთავრობასთან] მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ყოველ შემთხვევაში, სერიოზულ დონეზე. ეს დღეს საჯარო პალატაში პრეზიდენტმა ბჟანიამაც დაადასტურა, როდესაც მან საკითხზე კითხვებს პასუხები ვერ გასცა. შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს არის განწყობის ერთგვარი წინასწარი მონიტორინგი, რომელიც მედიით ვრცელდება. რაც შეეხება ზახაროვას მიერ გაკეთებულ განცხადებას, ვფიქრობ, რომ ეს მისი მხრიდან თემაში ჩახედვის მცდელობაა. მოკლედ, მოჯადოებული წრეა”, - განაცხადა იზიდა ჭანიამ.

როგორც იზიდა ჭანია აცხადებს, აფხაზეთის რკინიგზის აღსადგენად საჭიროა მოლაპარაკებები, რაც ჯერ არ შემდგარა.

“იმისთვის, რომ რაიმე სახის აღდგენაზე ვისაუბროთ, საჭიროა საქართველოს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებები. ასეთი მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა. თუ რუსულ კულუარებში რამეს განიხილავენ, არ ვიცი”, - აღნიშნა იზიდა ჭანიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი „არ იშურებს ძალისხმევას“, რათა სომხეთთან, აფხაზეთის გავლით, სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები