მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აფხაზეთის რუსეთთან მიერთების საკითხი არ განიხილება" - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

63f33265f248a
გიგა ბენია
20.02.23 12:51
909
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცნობები, თითქოს აფხაზეთის რუსეთთან შეერთება იგეგმება, ტყუილია. დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ეს საკითხი არ განიხილება.

"აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს, ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით, ისტორიულად ჩამოყალიბებული კონსტიტუციური წყობის საფუძველი, კანონით არის გათვალისწინებული და განხილვას არ ექვემდებარება", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ასლან ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს ჩავიდა. დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის  წარმომადგენლების ნაწილსა და ბჟანიას შორის რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. 

ცნობისთვის, რუსეთში 21 თებერვალს ფედერალურ ასამბლეას პუტინი მიმართავს. გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან, ოსეთთან და ბელარუსთან ინტეგრაციის გარკვეული ინიციატივები გამოაცხადოს. აღნიშნულზე კრემლს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები