მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალიანს ცენტროპოლისის" მშენებლობა 2026 წელს დასრულდება

63a1c20433c5c
თათია ჩაფიჩაძე
20.12.22 20:37
885
„ალიანსს ჯგუფის“ უმსხვილესი პროექტის „ალიანსს ცენტროპოლისის“ მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 400 მლნ დოლარს აღწევს. როგორც კომპანიის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ ბიწაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება კომპანიის მიერ 2005-2022 წლებში ჯამურად განხორციელებული 20 პროექტის ღირებულებაზე მეტია.

მისივე თქმით, ამ დროისთვის პროექტის 50% უკვე გაყიდულია, მყიდველების ნახევარს ქართველები წარმოადგენენ. პროექტისადმი ინტერესი მაღალია ბალტიისპირეთის, სპარსეთის ყურის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

“17 წელია ბაზარზე ვართ და 20-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ. ამ პროექტების ჯამურ ღირებულებაზე მეტია „ალიანს ცენტროპოლისის“ ღირებულება - საუბარია 400 მლნ დოლარზე. ზუსტად ამდენივე აქვს კომპანიას 2005 წლიდან დღემდე განხორციელებული ანუ მასშტაბით ის პასუხობს მთელ დანარჩენ პროექტებს. ეს პროექტი დაიწყო უმსხვილესს სასტუმრო Hyatt-თან, world trade center-თან ერთად, რომელსაც “ნეთვორქინიგის” საბადოს ვუწოდებთ. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც ყველაზე დიდი კონტაქტები გააჩნია მსხვილ ბიზნესებთან და სწორედ ამ ბრენდის ქვეშ ვაკეთებთ საგამოფენო სივრცეებს რათა არასეზონზეც მოხდეს დატვირთულობა ამ უზარმაზარი პროექტის. „ალანსს ცენტროპოლისი“ ნახევარ მილიონ კვ.მ-ის მოცულობის არის და სიმაღლეშიც გამორჩეულია, სამივე შენობა ცალ-ცალკე არის ყველაზე მაღალი საქართველოში, 235 და 210 მეტრის.

პროექტი დღეიდან 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2026 წლის ბოლოსთვის გვექნება შთამბეჭდავი პროექტი ბათუმში.

ამ დროისთვის 50% უკვე გაყიდულია, საიდანაც ნახევარი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველებზე მოდის. ასევე ინტერესი მზარდია ბალტიისპირეთის, სპარსეთის ყურის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის ესპანეთიდან და გერმანიიდან.“ - განაცხადა ბიწაძემ.

„ალიანს ცენტროპოლისი“, ერთ სივრცეში აერთიანებს საგამოფენო ცენტრს, საინვესტიციო აპარტამენტებს საკუთრებაში, 5* საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსა და კაზინოს, A კლასის ბიზნესცენტრს და A კლასის სავაჭრო ცენტრს. პროექტი 10 ათასს კვ.მ სარეკრეაციო ზონას, სამ დონიან მიწისქვეშა პარკინგს, რესტორნებსა და ბარებს, გასართობ ცენტრს, კინოთეატრს და საცურაო აუზებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები