მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალუბლები": ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრში გადასახადმა 15-20%-ით მოიმატა

6318b3d677a0f
ლიკა გურაბანიძე
11.09.22 19:26
584
ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრ “ალუბლებში” გადასახადმა 15-20%-ით მოიმატა.

როგორც BM.GE-ს “ალუბლების” დამფუძნებელმა ნათია გურგენიძემ განუცხადა, ფასების ზრდის მიზეზი გაძვირებული საკვები პროდუქტები და ენერგომატარებლებია.

“ბაზარზე ფასები ყველაფერზე გაზრდილია მათ შორის კომუნალურ გადასახადებზე, ასევე კადრებს ხელფასები გავუზარდეთ, რადგან ცხოვრება მათაც გაუძვირდათ. ამ ფონზე კი ბაღის გადასახადი დავაკორექტირეთ.

ვფიქრობ, რომ ახლა ფასი რეალობასთან ადეკვატურია, თუმცა თუ ვითარება დასტაბილურდება და ფასებიც გარკვეულ დონეზე გაჩერდება, ეს ჩვენთვის მეტად პროგნოზირებადი გარემო იქნება და გვეცოდინება შემდგომში როგორ უნდა მოვიქცეთ“, - განმარტა ნათია გურგენიძემ.

“ალუბლების” დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით ბაღში მომართვიანობა 20%-ით გაზრდილია. ნათია გურგენიძის თქმით, მოთხოვნის მატება პანდემიის შემდგომმა პერიოდმა გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები