მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ კანონის შედეგად არასამთავრობოებმა რუსეთი დატოვეს, ვშიშობ, ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც"

6405f948572c2
თამთა ჯიჯავაძე
06.03.23 18:26
711
ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტებს და მათ განხილვას ეხმაურებიან.

როგორც სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, "ხალხის ძალის" მიერ "ნათარგმნი" კანონპროექტი არის რუსული კანონის ანარეკლი.

„ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის", - სენატორი შაჰინი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

სენატორი დიკ დურბინი კი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის გზას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ.

„მას ამ გზაზე რამდენიმე სერიოზული საკითხი აქვს გადასაჭრელი და რამდენიმე პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი ასარიდებელი, როგორიცაა ეს წინდაუხედავი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ ერის მიერ, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი და უფრო დაცული მომავალი ქართველი ხალხისთვის", - სენატორი დიკ დურბინი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტში დილიდან, ხმაურის ფონზე განიხილავენ კანონპროექტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები