მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ სახით ფასების ინდექსირებით ვერცერთი კომპანია ვერ ისარგებლებს" - #ანაგი

BM.GE
09.05.22 18:35
448
მთავრობას ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯი, შესაძლოა გაეზარდოს. მიზეზი სწრაფად მზარდი ინფლაციაა, რის გამოც სამშენებლო კომპანიებს ნედლეული გაუძვირდათ, ძველ ფასებში ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას კი ვეღარ ახერხებენ. ინფლაციის წნეხის შესამცირებლად მსგავს პროექტებზე ფასთა ინდექსაცია უნდა ამოქმედდეს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შედეგად, სახელმწიფო ადგენს კონკრეტულ ზღვრებს, რა ოდენობის თანხას აუნაზღაურებს კომპანიებს. დადგენილების მიხედვით, ფასთა ინდექსაცია შეეხება სამუშაოების ღირებულების მაქსიმუმ 70%-ს, უშუალოდ ასანაზღაურებელი თანხა კი არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილი ზღვრის 10%-ს. რამდენად მისაღებია მთავრობის შემოთავაზებული მოდელი კერძო სექტორისთვის?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები