როგორც Jewelberry Glamping Georgia-ს მმართველმა მენეჯერმა ბაჩი ცინცაძემ bm.ge-სთან აღნიშნა,გლემპინგ ობიექტი ყველა სეგმენტზე მუშაობს და მსგავსი ტურისტული სივრცეების მიმართ ინტერესი მზარდია.
მისივე თქმით, დამსვენებლებს შორის 65% შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, 30% სლავური ქვეყნებიდან, 10% კი ადგილობრივები არიან.

"საქართველოში გლემპინგ მიმართულება თანდათან ვითარდება. ხალხმა მსგავსი ობიექტების მოწყობა ისწავლა, ჩვენც მუდმივად მზად ვართ დახმარებისთვის, რაც უფრო ბევრი ასეთი ობიექტი იარსებებს, მით უფრო მაღალი იქნება ამ მიმართულებისადმი ცნობადობა“, - ამბობს ის.
ცნობისთვის: Jewelberry Glamping Georgia ორი წელია დამსვენებელს იღებს. ობიექტი 10 კოტეჯს, ლაუნჯ ზონას და გარე აქტივობებს მოიცავს. კოტეჯებში განთავსების ღირებულება ორი ადამიანისთვის 300-დან 550 ლარამდე მერყეობს. ობიექტი დამსვენებელს დამატებით საუზმისა და სადილის მომსახურებასაც სთავაზობს.
