მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აპექს დეველოპმენტი" მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიების - Wings for Life World Run 2023-ის მხარდამჭერია

6452334655872
BM.GE
03.05.23 14:07
1530
სამშენებლო კომპანია ‘აპექს დეველოპმენტი’ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიების - Wings for Life World Run 2023-ის მხარდამჭერია

Wings for Life World Run-ს კახეთი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. 7 მაისს, 15:00 საათზე, საქართველო ირბენს მსოფლიოსთან ერთად.

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო მსოფლიო გარბენს სამშენებლო კომპანია ‘აპექს დეველოპმენტი’ შეუერთდა.

კომპანია აპექს დეველოპმენტის გუნდის წევრები მიიჩნევენ რომ სოციალური პასუხისმგებლობის აღება არის თითოეული კომპანიისთვის მნიშვნელოვანი, უერთდებიან მსოფლიო რბენას, რათა მათი წვლილი შეიტანონ ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის დაფინანსებაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანია აამაღლოს ცნობიერება ჯანსაღი გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ.

სამშენებლო კომპანია ‘აპექს დეველოპმენტი’ ქმნის კომფორტს თითოეული ინდივიდისთვის და ხელს უწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

კომპანიის მიმდინარე კომპლექსებში გათვალისწინებულია შიდა რეკრეაციული ზონა, სადაც მაცხოვრებლებს ჯანსაღი გარემო დახვდებათ.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები