მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აპექს ისანი" - მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცე აპექს დეველოპმენტისგან

64a80f6b3b05e
BM.GE
07.07.23 17:13
1812
სამშენებლო კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ ბაზარზე 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. კომპანიას 11 განხორციელებული და ახლა, უკვე 3 მიმდინარე პროექტი აქვს.

„აპექს დეველოპმენტს“ ახალი პროექტი, „აპექს ისანი“ შეემატა. მრავალსართულიანი პროექტი ისანში, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე მდებარეობს, რომელიც ისნის მეტროდან 10 წუთის ფეხით სავალზეა.

თანამედროვე, დახვეწილი დიზაინი და პანორამული ხედები - კომპანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის და კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეს სთავაზობს. პროექტში წარმოდგენილია ბინები 47 კვ.მ-დან და ბარდება მწვანე კარკასისი მდგომარეობით.

აღსანიშნავია, რომ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სივრცეში დაგხვდებათ კომერციული, საოფისე და საპარკინგე ფართებიც, რაც კომფორტული და მოსახერხებელი გარემოს გარანტია. აქვე მოეწყობა გამწვანებული სივრცე თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის.

„აპექს ნუცუბიძე”, „აპექს ლისი“ და „აპექს ისანი“ - ეს კომპანია “აპექს დეველოპმენტის” მიმდინარე პროექტებია თბილისში, რომელიც განსხვავებული კონცეფციითა და თანამედროვე სტანდარტების გამოყენებით შენდება.

სამშენებლო კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ ზრუნავს შენებურ კომფორტზე.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები