მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არის საჭიროება, რომ გარემოს დაცვის ნაწილში გადაწყვეტილებები გააზრებული იყოს" – Colliers International Georgia

5fa4dcd085c22
ლიკა გურაბანიძე
07.11.20 18:00
817
Colliers International Georgia-მ გარემოსდაცვითი სფეროს საკონსულტაციო მომსახურება დაიწყო, რომლის მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხო გარემოს შექმნას და შენარჩუნებას ხელი შეუწყოს.

კიდევ ერთი სიახლე, სასარგებლო წიაღისეულის სფეროა, რომლის იდენტიფიცირებისა და მათზე სათანადო უფლების მოპოვების მიზნით, კომპანიამ საკონსულტაციო მომსახურება დაიწყო.

სწორედ ამიტომ, მისი ახლად დანერგილი გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული კვლევის მიმართულება შეფასებისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის აუდირების კომპონენტებს მოიცავს.

როგორც Colliers International Georgia-ს მმართველმა დირექტორმა ირაკლი კილაურიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა, საქართველოში გარემოს დაცვით მიმართულებას განვითარება სჭირდება.

“Colliers-ი სერვისებს გლობალურად აფართოვებს და ეს ახალი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი შეთავაზებები საინტერესო იმ კომპანიებისთვის იქნება, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ. ის ცოდნა, რაც Colliers-ში დაგროვდა, ჩვენთან უნდა შემოვიტანოთ და დღეს ბაზარზე არსებული სერვისები ახლით გავაუმჯობესოთ.

საქართველოში გარემოს დაცვით მიმართულებას დონის აწევა სჭირდება და ეს საერთაშორისო გამოცდილების შემოტანით ჩვენი მიზანი იქნება. გარემოს დაცვითი მიმართულებით კარგად გაწეული კონსულტაცია დღეს გარკვეული მიზეზებით შეფერხებული პროექტების განვითარებას ხელს უწყობს. ვფიქრობთ, რომ ეს სერვისები საქართველოში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.” - განაცხადა კილაურიძემ.

Colliers International Georgia Mining and Minerals-ის მმართველმა პარტნიორმა მაია ზავრაშვილმა აღნიშნა, რომ კონსულტირების ნაწილით Colliers-ის გუნდი ინვესტორებს მათთვის საჭირო პროექტების გენერირებაში ეხმარება.

“არსებობს საჭიროება იმისა, რომ გარემოს დაცვის ნაწილში გადაწყვეტილებები წინასწარ კარგად გააზრებული და შესწავლილი იყოს. ამ ნაწილში Colliers-ის გუნდი ინვესტორებს მათთვის საჭირო პროექტების გენერირებაში ვეხმარებით. ყველაფერს ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ვითვლით, თუ რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის ამა თუ იმ ბიზნესის განვითარება. ეს როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ნედლეულს, ისე საექსპორტო ნედლეულს ეხება.

ჩვენ ამავდროულად მსოფლიო ბაზრის ტენდენციებს ვსწავლობთ და კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან ვმუშაობთ. მაგალითად, ორი ჯგუფიდან, ერთი კონკრეტული ჯგუფია, რომელსაც ინტერესები ჩამოყალიბებული აქვს, თუმცა არსებობს მეორე ჯგუფი, რომელსაც ამ კუთხით ტექნიკური ცოდნა არ აქვს, თუმცა გარკვეული კაპიტალი აქვს, რომელიც ქვეყნისთვის და მათთვისაც, შესაძლოა, ძალიან სასარგებლო იყოს.” - განმარტა ზავრაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები