მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსებობს უმიზეზოდ დაკავების რისკები” - აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

63ea13dec0ef3
მარიამ ვარადაშვილი
13.02.23 14:45
501
აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, არის საფრთხე იმის რომ რუსეთის ძალოვანი უწყებების მხრიდან ამერიკის მოქალაქეების დაკავების შემთხვევები გაიზარდოს.

“აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, რადგან არსებობს უმიზეზოდ დაკავების რისკები”,-წერია საელჩოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ქვეყნის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს საელჩომ გასული წლის სექტემბერში მოუწოდა, მაშინ როცა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

ცნობისთვის, იანვარში ქვეყნის ფედერალურმა უსაფრთხოების სააგენტომ [FSB] აშშ-ის მოქალაქის მიმართ სპიონაჟის ბრალდებაზე საქმე აღძრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები