მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასტრაზენეკას“ 17 000-მდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა - ამირან გამყრელიძე

617fee34ec5fa
ინგა მურუსიძე
01.11.21 18:14
1245
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ მირან გამყრელიძის ინფორმაციით,  „ასტრაზენეკას“ 17 ათასამდე დოზა ვაქცინა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს უთხრა, სამწუხაროა, მაგრამ აღნიშნულ ვაქცინაზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო, მიუხედავად მისი პოპულარობისა.

„ასტრაზენეკას“ ძირითად დოზებს ვადა გასდიოდა სექტემბერსა და ოქტომბერში. განსაკუთრებით ეს ეხებოდა დონაციით მიღებულ 15 ათას დოზას. გვინდოდა, „ასტრაზენეკა“ ფართო მასშტაბით ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა ვაქცინებთან შედარებით, მოთხოვნა დაბალი იყო.

სექტემბერში ვადა გაუვიდა 3 900 დოზას, ოქტომბერში -13 500 დოზას ანუ სადღაც 17 ათასამდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა, აქედან 15 ათასი დოზა მიღებულია დონაციით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება დარჩენილ ვაქცინებს, გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში არსებულ ჩინურ ვაქცინებს, „სინოფარმს“ და „სინოვაკს“ ვადა 2023 წლამდე აქვს, ხოლო „ფაიზერს“, რომელიც -90 გრადუსზე ინახება, ვადა 6 თვე ჰქონდა, თუმცა სამი თვით გაუხანგრძლივდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები