მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე უკრაინისთვის" ფარგლებში საქართველომ პირველი ტვირთი უკვე გაგზავნა

62248cc75ee26
BM.GE
06.03.22 14:25
877
მთავრობის გადაწყვეტილებითა და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიის - „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პირველი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა.

ქართული კომპანიების მხარდაჭერითა და თანადგომით შეგროვდა 40 ტონამდე სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია, რომელიც უკრაინელ ხალხს გადაეცემა.

„ქართული კომპანიების დახმარებით დღეს უკრაინაში გავაგზავნეთ სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის პირველადი მოხმარების ნივთები, ბავშვთა კვება, ტანსაცმელი, ჰიგიენა, სხვადასხვა არამალფუჭებადი საკვები. დარწმუნებული ვარ, ახლა, როდესაც უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა, ეს იქნება მოკრძალებული წვლილი მათ დახმარებაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, ვინც ჩაერთო „აწარმოე უკრაინისთვის“ კამპანიაში, ასევე „საქართველოს ფოსტას“, რომელმაც უზრუნველყო ტვირთის ტრანსპორტირება და ლოგისტიკა და ავიაკომპანია „იზი ჩარტერს“, რომელმაც დიდი დახმარება აღმოგვიჩინა“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები