მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალ დაფუძნებულ კომპანიებს თანხების მოძიების პრობლემა აქვთ"

5ed7baf31f780
ნინი ლონგურაშვილი
04.06.20 09:45
799
"თანხების მოძიება არის ყველაზე დიდი პრობლემა", - ამის შესახებ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში "დიმეს ჯორჯიას" დამფუძნებელმა რამაზ მამაცაშვილმა განაცხადა.

რამაზ მამაცაშვილის თქმით, საბანკო სექტორი ახალ დაფუძნებულ კომპანიებს არ ენდობა.

"თანხების მოძიება არის ყველაზე დიდი პრობლემა. საბანკო სექტორი, ახალ დაფუძნებულ კომპანიებს არ ენდობა, სრულად გასაგებია, რატომაც არ ენდობა. ბევრი კომპანია გახსნიდან 2-3 თვეში უქმდება და სახელმწიფოსთან არანაირი ბერკეტი არ აქვთ. ჩვენი პირველადი შეფერხება იყო თანხების მოძიება, შემდეგ უკვე დეფიციტი თანხების, ქსელური მარკეტები ძალიან დიდი ხნის კონსიგნაციას გვთხოვენ, 60-65 დღე და ამ 60 დღის შემდეგაც გარანტირებულადაც ვერ ვიღებთ იმ თანხას, რაც გვეკუთვნის", -  აღნიშნა რამაზ მამაცაშვილმა.

კომპანია "დიმეს ჯორჯია" 2 წლის წინ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების კუთხით ოპერირებს ბაზარზე. ცოტა ხნის წინ კომპანია დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები