მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა საჭიროა გამბედაობა, კომპრომისი"- დანიელსონი

6060b695e1851
BM.GE
28.03.21 20:59
824
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება.

არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელსონმა ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კომპრომისის მონახვა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. მათ აქვთ იდეები, წინადადებები, თუმცა კომპრომისი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მონახონ.

„ წინა მისიის შემდეგ ბრიუსელში ყველა ინსტიტუციასთან მქონდა შეხვედრა, ვინც ჩართულია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს ინსტიტუციები მოიცავდა როგორც პრეზიდენტ მიშელს, ასევე ევროპარლამენტის საგარეო ქმედებათა სამსახურს, ევროპარლამენტს, ევროკომისიას.

ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული პროცესში იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში, თუმცა რა თქმა უნდა ამაზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირის, არამედ აქაურ პოლიტიკურ ლიდერებზეა.

ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის, ვინც მოლაპარაკებების პროცესში იყო ჩართული, ძალიან კარგად არის ცნობილი მეორე მხარის აზრები და კარგად იციან რისი გაკეთებაა საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ.

მე მინდა ვთქვა, რომ ახლა საჭიროა გამბედაობა, არის საჭიროება კომპრომისის. კომპრომის არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი არის სიძლიერის, დემოკრატიის ნიშანი და კომრპომისი არის ევროპული გზა, რომელიც არის ევროპული.

ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ პარტიებს, ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც ჩვენ გავუზიარებთ, შევთავაზებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მაგრამ როგორც აღვნიშნე პარტიებმა უნდა მოიძიონ კომპრომისი“-განაცხადა დენიელსონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები