მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაიას ღვინო" ჩინეთის ბაზარზე შედის

61fa9957900d6
მარიამ იზორია
07.02.22 22:00
624
“ბაიას ღვინო” ჩინეთში გაიყიდება. როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ბაია აბულაძემ განუცხადა, ექსპორტზე საწყისად 1200 ბოთლი გაიგზავნება, მოთხოვნის შესაბამისად კი რაოდენობა გაიზრდება.

“ჩინეთში 1200 ბოთლს გავიტანთ. გარდა ამისა, მოლაპარაკებებს დანიასთანაც ვაწარმოებთ, უახლოეს მომავალში 600-მდე ბოთლით ამ ბაზარზეც ვიქნებით წარმოდგენილი. საექსპორტო შესაძლებლობა ჩვენნაირი მცირე წარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეალიზაციის, ასევე პოპულარიზაციის კუთხით”, - ამბობს “ბაიას ღვინოს” დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, ბაღდათში მდებარე მეღვინეობა, რომლის წლიური წარმადობა დაახლოებით 18 000 ბოთლი ღვინოა, ექსპორტზე ჯამში 15 ქვეყანაში, მათ შორის, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ასევე ამერიკის რამდენიმე შტატში გადის. მხოლოდ აშშ-ს ბაზარზე კომპანია დაახლოებით 8 000 ბოთლს ღვინოს გზავნის.

მეღვინეობა ჯამში 18 ჰა მიწას ფლობს, თუმცა წარმოებას სრული ნაწილი ჯერ ათვისებული არ აქვს.

რაც შეეხება ფასს, “ბაიას ღვინო” საერთაშორისო ბაზრებზე დაახლოებით 9 დოლარად იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები