მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბანკი ქართუ" ელ.კომერციის მიმართულებას აძლიერებს - დირექტორთა საბჭოს გრიგოლ კაცია შეუერთდა

625daf4fde8ac
ნინო ტაბატაძე
18.04.22 22:52
3097
„ბანკი ქართუ“ დირექტორთა საბჭოს აფართოებს. ახალი სტრუქტურის მიხედვით, მმართველ საბჭოში 5-ის ნაცვლად უკვე 6 დირექტორია.

ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული ბანკი ელექტრონული კომერციის მიმართულებას აძლიერებს. მიმართულების კურირება სამეთვალყურეო საბჭომ ბანკირ გრიგოლ კაციას მიანდო. ის გენერალური დირექტორის მოადგილედ უკვე დაინიშნა და კურირებას სწორედ ელექტრონული კომერციის მიმართულებას გაუწევს.

დირექტორთა საბჭოს კვლავ გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა ხელმძღვანელობს. საბჭოში არიან: დავით გალუაშვილი, გრიგოლ კაცია, გივი ლებანიძე, ზურაბ გოგუა და ბექა კვარაცხელია.

გრიგოლ კაცია საბანკო წრეებში ცნობილი პირია. სხვადასხვა დროს, იყო "ბანკი რესპუბლიკა ჯგუფ სოსიეტე ჟენერალისა“ და "თიბისი ბანკის" ტოპ-მენეჯმენტის წევრი. გააჩნია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილებაც. მუშაობდა "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში" (EBRD), სადაც იკავებდა მთავარი ბანკირის თანამდებობას. ასევე ბოლო წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტს.

"ბანკი ქართუს" 100%-იანი წილის მფლობელია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. ბენეფიციარი მესაკუთრე კი, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები