მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბარბის" გაყიდვები ბოლო 5 წლის მაქსიმუმზეა - სათამაშოების ინდუსტრიის შედეგები

6023f0cdb3a6b
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.21 20:45
804
მსოფლიოში ცნობილი თოჯინა "ბარბის" გაყიდვები ბოლო 5 წლის მაქსიმუმზეა. გასულ წელს, "ბარბის" გაყიდვები გლობალურად 16%-ით გაიზარდა და 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი განსაკუთრებით მომგებიანი გამოდგა ზოგადად სათამაშოების ინდუსტრიისთვის და სათამაშოებზე მოთხოვნა გასული წლის დასაწყისიდან გაიზარდა.

მაგალითად, სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Hasbro-ს შემთხვევაში გაყიდვები გასული წლის მეოთხე კვარტალში 4%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი წლის შემოსავალმა 5.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის კონკურენტი ფირმის At Mattel-ის გაყიდვები 2020 წლის ბოლო კვარტალში 10%-ითაა გაზრდილი, შემოსავალმა კი 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Hasbro-ს აღმასრულებელი დირექტორის ინონ კრეიზის განცხადებით, 2020 წელი უპრეცედენტოდ წარმატებული აღმოჩნდა ინდუსტრიისათვის.

”დიახ, მთელმა ინდუსტრიამ მნიშვნელოვნად იხეირა სათამაშოებზე გაზრდილი მოთხოვნით პანდემიის დროს, რადგან მშობლებიც და ბავშვებიც დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებდნენ“, - განაცხადა ინონ კრეიზიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები