მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბასიანი": საკლუბო და ელექტრონული მუსიკის სფეროს ეკონომიკაში ღირსეული სარგებელი შეაქვს

6048f3be9e298
სალომე მეცხვარიშვილი
10.03.21 23:20
1316
თბილისის მერია ღამის ეკონომიკის ინდუსტრიას ფინანსურად დაეხმარება. ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. გარდა ამისა, მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განმარტებით, გამოყოფილი 2 მილიონი ლარიდან დასუბსიდირდება ღამის კლუბების საიჯარო თანხები, კომუნალური გადასახადები, ასევე დიჯეები და ელექტრონულ მუსიკასთან კავშირში მყოფი ტექნიკური პერსონალი სახელფასო ანაზღაურებასაც მიიღებს. საუბარია 500-მდე ფიზიკურ პირსა და 55-მდე ობიექტზე.

კლუბ “ბასიანის” თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი იმ ჯგუფის წევრია, ვისთან მოლაპარაკებებიც თბილისის მერიას ჰქონდა. ორაშვილი ამბობს, რომ მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფლი დახმარებით კლუბები 3 თვის განმავლობაში მოიჯარეებთან გასწორდებიან და დაიწყებენ მზადებას ეტაპობრივი გახსნისთვის.

“საკლუბო და ელექტონული მუსიკის სფეროს ეკონომიკაში ღირსეული სარგებელი შეაქვს და ეს თანხა(2 მლნ. ლარი) არის ის მინიმალური მოთხოვნა, რა კონტრიბუციაც ამ სფეროს ბიუჯეტში შეტანილი აქვს გადასახადების კუთხით”,- აცხადებს ნაჯა ორაშვილი.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში ათეულობით სივრცე დაიხურა, სადაც ელექტრონულ მუსიკას უკრავდნენ.

“საქართველოს მასშტაბით სულ არის 55 სივრცე, სადაც ელექტრონულ მუსიკას უკრაივენ. სამწუხაროდ, თბილისმა დაკარგა ბევრი ასეთი სივრცე და ბევრი არის მოლაპარაკებებში მეიჯარეებთან. ათეულობით სივრცე უკვე დაკარგული აქვს ამ ქალაქს. საუბარია ჩვენი ქალაქისთვის მართლაც სერიოზული მიზიდულობის კერებზე. რაც უნდა ვილაპარაკოთ, ამ სფეროს ეკონომიკაში ღირსეული სარგებელი შეაქვს”,- აცხადებს ნაჯა ორაშვილი.

მისივე თქმით, მერიისგან მიღებული გრანტით, ეცდებიან შეიმუშავონ ეტაპობრივი გახსნის მოდელი ისე, რომ ადამიანების ჯანმრთელობა არ დაზიანდეს.

“ზაფხულის პერიოდში ღია სივრცეში გამართული ღონისძიებებით უნდა დავდოთ მაგალითი, რომ შეგვიძლია მუშაობა ისე, რომ არ დავაზიანოთ მოქალაქეების ჯანმრთელობა. შემდეგ კი სექტემბრიდან შევძლოთ დახურული სივრცეების გახსნა ისე, რომ არ მოვახდინოთ გავლენა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე”,- აცხადებს ნაჯა ორაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები