მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმის დინამოს სტაბილური შემოსავალი აქვს" - ასლან ბალაძე

635d1a1f2fbff
თამთა ჯიჯავაძე
29.10.22 16:16
3183
„ბათუმის დინამოს“ სტაბილური შემოსავალი აქვს, - ამის შესახებ გადაცემა BMG Drive-ში საფეხბურთო კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ასლან ბალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლუბის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ფინანსებია, რაც სპორტს საბოლოო ჯამში განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას აძლევს.

"რაც კარგია და ყველას გვახარებს არის ის, რომ ბათუმის დინამოს სტაბილური შემოსავალი აქვს. სტაბილური შემოსავალი კი წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. როდესაც გყავს კარგი მწვრთნელები, და მას ემატება ფინანსებიც, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ასეთია თბილისის დინამო და ბათუმის დინამო. ბათუმის დინამო კერძო კლუბია, მაგრამ აჭარის მთავრობა ძალიან გვეხმარება“, - განაცხადა ასლან ბალაძემ.

მან ასევე სპორტულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზი ბავშვთა ფეხბურთის განვითარების საჭიროებას გაუსვა.

„მე მიმაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა ჩაიდოს თანხა ინფრასტრუქტურაშიც და განვითარებაშიც. თუ გვინდა რომ გრძელვადიანი პროექტით ვიმუშაოთ, ბავშვთა ფეხბურთშიც უნდა ჩაიდოს ფინანსები“, - აღნიშნა ასლან ბალაძემ და დასძინა, რომ „ბათუმის დინამო“ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე მუშაობს.

ცნობისთვის, "ბათუმის დინამოს" ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის სრული შემოსავალი 2,790,330 ლარი იყო, მათ შორის UEFA-ს დაფინანსება - 1,362,768 ლარი; სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სუბსიდიები - 947,634 ლარი; სპონსორობა, რეკლამა და სხვა კომერციული შემოსავალი კი - 443,478 ლარი. თუმცა, კლუბის ზარალმა პანდემიის დაწყების წელს 1,849,872 ლარი შეადგინა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები