მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზისბანკის" ინვესტიციით, ავიაკომპანია "ჯეო სქაის", ახალი ️სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატა

6346630b2c4c8
BM.GE
12.10.22 10:40
843
"ბაზისბანკის" მიერ განხორციელებული ინვესტიციით, საჰაერო გადაზიდვების ქართულ ავიაკომპანია "ჯეო სქაის", ბოინგ 757-200 ტიპის კიდევ ერთი სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატა.

აღსანიშნავია, რომ "ბაზისბანკსა" და "ჯეო სქაის" შორის თანამშრომლობით, 2021 წელს, ავიაკომპანიამ ასევე AIRBUS H125 SE-JTH ვერტმფრენი შეიძინა.

„ჯეო სქაი" 2017 წლიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ავიაკომპანიის ფლოტი წარმოდგენილია Boeing 747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით და ჩვენი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ნებისმიერი ლეგალური ტვირთის საჰაერო გადაზიდვები. ჯეო სქაი დარგის ლიდერი ავიაკომპანიაა და საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშეს და ავიატორთა მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს. ავიაკომპანია ძირითადად ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური მაღალკვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული“, - აღნიშნა "ჯეო სქაის" ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ.

„ჩვენთვის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჯეო სქაისთან პარტნიორობით, უკვე მეორედ ვართ ასეთი მასშტაბური და ქვეყნის საავიაციო დარგისთვის სტრატეგიულად მნიშვნლოვანი პროექტის განხორციელების თანამონაწილეები. მსგავსი სახის ინიციატივები მიმართულია ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარებისკენ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები