მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზისბანკსა" და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

64c385701de6a
BM.GE
28.07.23 13:07
311
ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით, შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური მეწარმეობის გაძლიერების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2 წლიანი ვადით გაფორმდა და მემორანდუმის ფარგლებში, ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, არაერთი მხარდამჭერი პროექტი განხორციელდება:

- შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია სოციალური მეწარმეობის მეშვეობით;
- ბაზისბანკის მიერ თემატური სოციალური საწარმოს საჭიროებებზე მორგებული ექსპერტული მხარდაჭერა;
- ბანკისა და CSRDG-ს მიერ ერთობლივი წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვა და ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
- CSRDG-ის მიერ სამიზნე სოციალური საწარმოების შერჩევა და მხარდაჭერის მექანიზმების ადმინისტრირება.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძლობს სოციალური პროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვარ, რომ ჩვენსა და CSRDG-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში არაერთ საინტერესო და სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციისა და ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიმართულებებით“ , - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები