მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბელარუსს მოვუწოდებთ პატივი სცეს საქართველოს სუვერინეტეტს" - სამინისტროს განცხადება

63f4e72680930
გიგა ბენია
21.02.23 19:51
1013
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან," - ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც უწყება ბელარუსს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.

ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს" - აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტსა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, მინკსში, დღეს შეხვდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები