მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო წლების განმავლობაში ვენახების გაშენებაში დიდი ინვესტიციები ჩაიდო" - ამბროლაურის მერი

6395c19c7f8c4
თათია კაკიაშვილი
13.12.22 09:30
598

"ბოლო წლების განმავლობაში ვენახების გაშენებაში დიდი ინვესტიციები ჩაიდო,“ - ამის შესახებ BMG-სთან ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ განაცხადა.

მხეიძის თქმით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ძირითადი განვითარების პრიორიტეტები შემდეგნაირად ნაწილდება: ტურიზმი და სოფლის მეურნეობის სფერო.

„სწორედ ამ მიმართულებებით ბოლო წლებში საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩაიდო, მათ შორის ვენახების გაშენებაშიც: ალექსანდროულის და მუჯურეთულის. ეს არის ყურძენი, რომლითაც ცნობილი ღვინო, ჩვენი ბრენდი „ხვანჭკარა“ მზადდება. ასევე საოჯახო მარნები მოეწყო, ბოლო წლების განმავლობაში 9 ღვინის ქარხანა აშენდა,“ - განაცხადა ზვიად მხეიძემ.

მისივე თქმით, ბიზნესის განვითარებას ხელისშემწყობი პირობები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება.

„გზა რომ მივიდეს ლოკაციამდე, გაზიფიცირება, ელექტროენერგია, ინტერნეტი რის გარეშეც წარმოუდგენელია არსებობა დღეს. ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან მთიან მუნიციპალიტეტებს ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჩვენს მუნიციპალიტეტში უამრავი საინტერესო პროექტი განხორციელდა: გვაქვს 69 სოფელი და ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო და ეს დაპირება ჰაერზე არ გაცემულა, რომ ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა უნდა იყოს ასფალტ-ბეტონით კეთილმოწყობილი. დღევანდელი მდგომარეობით 25 სოფელში უკვე დასრულებულია და წელს მიმდინარე პროექტებით დაემატება 11 სოფლის გზა. 2025 წელს კი 69-ვე სოფლის საგზაო სამუშაოები სრულად დასრულდება. რაც შეეხება გაზიფიცირებას, გარკვეულ სოფლებში, რიონის მარჯვენა სანაპიროზე, უკვე განხორციელებულია და პერიოდულად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2024 წლის ბოლომდე უნდა იყოს მთლიანი მუნიციპალიტეტი გაზიფიცირებული,“ - განაცხადა მხეიძემ.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 16 სოფელი ბუნებრივი აირით უკვე სარგებლობს, 13 სოფელში უკვე დაქსელვა გაკეთებულია, დარჩენილია გამრიცხველიანების სამუშაოები.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები