"ბორჯომში დაინიშნოს დროებითი მმართველი" - თემურ ჭყონია
BM.GE
03.05.22 18:21
• 482
მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „ აიდიეს ბორჯომი“ წარმოების დროებით გაჩერების შემდეგ, დასაქმებულებს ხელშეკრულების ახალ პირობებს სთავაზობს, რაც სახელფასო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების ცვლილებას მოიცავს. კერძოდ, ვიდრე ბორჯომის წარმოება არ აღდგება, დამსაქმებელი თანამშრომლებს ხელფასის ნახევარს გადაუხდის. გარდა ამისა ახალი ხელშეკრულებით, ზეგანაკვეთურ შრომაში ისინი ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. დასაქმებულები ამ პირობებზე თანხმდებიან, თუმცა ამბობენ, რომ განახლებულ კონტრაქტს იმ შემთხვევაში მოაწერენ ხელს, თუ შეთანხმების ვადა 3 თვით განისაზღვრება. პროფკავშირის ინფორმაციით, კომპანიამ დასაქმებულებს შემოთავაზებული პირობების ხელმოსაწერად დრო 3 მაისამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეორგანიზაცია დააანონსა, რასაც თანამშრომლები შანტაჟად აღიქვამენ. ბი ემ ჯის ყურადღება ამ თემას არ მოაკლდება. ასევე ველოდებით ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ „სასიამოვნო სიახლეს“ ბორჯომთან დაკავშირებით. ამ დრომდე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, თუმცა საზოგადოების სხვადასხვა წევრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები ბორჯომში დროებითი მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ ვარიანტს იზიარებს ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც, რომელსაც ბიემჯი დღეს ესაუბრა.