მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრიტანული შტამი ინდურმა შესაძლოა ჩაანაცვლოს" - ამირან გამყრელიძე

60afd2b783e26
თამთა ჯიჯავაძე
27.05.21 21:09
682
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის ხუთი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. ყველა მათგანი ცენტრალური აზიის ერთი ქვეყნიდან არის შემოსული, თუმცა, ის არ ასახელებს კონკრეტულ ქვეყანას.

გამყრელიძის თქმით, ხუთი შემთხვევიდან ორი არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო დანარჩენი სამი უცხოელი. ყველა მათგანი ქვეყანაში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდა. უცხოელებმა დატოვეს უკვე საქართველო. საქართველოს მოქალაქეები კი ოჯახებში აგრძელებენ მკურნალობას.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხუთივეს კონტაქტები გამოვლენილია. საქართველოს მოქალაქეების კონტაქტები ძირითადად არიან ოჯახის წევრები, თუმცა, უცხოელების შემთხვევაში არის სხვადასხვა კონტაქტი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ქვეყანაში შემოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაუდასტურდათ კორონავირუსი.

„კორონავირუსმა ძალიან ბევრი მუტაცია განიცადა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, მათ შორის არის მსუბუქი მუტაციები. ბრაზილიური, ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამები კი მეტ დაკვირვებას მოითხოვს. დაახლოებით ამ ტიპის გახლავთ ინდური შტამიც“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია ჯანმოს მიერ, ფარავენ იმ შტამებს, რომლებიც დღეს ცირკულირებს.

მისივე თქმით, ინდური შტამი გავრცელებულია ევროპის 25 და მსოფლიოს 52 ქვეყანაში, ამიტომაც მომავალ თვეებში დიდი ალბათობით ბრიტანული შტამი მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, ინდურმა შტამმა შეიძლება ჩაანაცვლოს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში კოვიდ-შემთხვევების 90%-100% ბრიტანულ შტამზე მოდის.

რაც შეეხება რეგულაციებს, გამყრელიძის თქმით, ინდური შტამის დაფიქსირების მიუხედავად, ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრებას არ ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები