მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"CFD მექანიზმი ცუდი არ არის, აქ კითხვები დგას როგორ იმუშავებს ის" - CBS ჯგუფი

639495b060238
მარიამ იზორია
10.12.22 17:58
740
CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ გელენიძე გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში ენერგეტიკის სექტორში CFD-ის მექანიზმს აფასებს.

ინფორმაციისთვის, CFD-ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელია. ამ ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.

ზურაბ გელენიძე იმედოვნებს, რომ მექანიზმი ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება. მისივე შეფასებით, არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშავებს მექანიზმი.

„მაშინ, როდესაც გენერაციაზე და ენერგეტიკაზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე გაიზრდება, მისი მხარდაჭერა აუცილებელია და დარგის წარმომადგენლები მომხრე ვიყავით, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული PPA ყოფილიყო. PPA-ს ალტერნატივად სახელმწიფო CFD-ის მოდელს გვთავაზობს, რაც ფასთა შორის სხვაობის კომპენსირებას გულისხმობს.

ეს გარკვეულ წილად ფინანსური ინსტრუმენტიც არის და ენერგო წახალისების ინსტრუმენტიც. დიდი იმედი მაქვს ეს ინსტრუმენტი ტვირთად არ დააწვება ბიუჯეტს და ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსი შიგნით უზრუნველჰყოფს ამ ინსტრუმენტის ამოქმედებას იმ შემთხვევაში თუ საჭიროება დადგება. CFD მექანიზმი ცუდი არ არის, აქ კითხვები დგას როგორ იმუშავებს თავად ეს მექანიზმი. ჩვენ, ბიზნესს და სახელმწიფოს ამ კუთხით ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს“ - ამბობს CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები