მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩელსის" გასხვისების კონტრაქტს საფრთხე ემუქრება, აბრამოვიჩი ვალის დაბრუნებას მოითხოვს

627225802bbe0
გიორგი თოლორდავა
04.05.22 11:13
872
ბრიტანული საფეხბურთო კლუბის „ჩელსის“ გასხვისების კონტრაქტი პოტენციური საფრთხის წინაშეა, რადგან რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ერთი თვის წინ დადებული პირობა გადათქვა და ახლა უკვე ის საფეხბურთო კლუბის €1.9-მილიარდიანი ვალის დაბრუნებას მოითხოვს. ინფორმაციას Times ავრცელებს.

ვალის დაბრუნების მოთხოვნა არსებითად ცვლის საფეხბურთო კლუბის გასხვისების პირობებს, რადგან ამ მოვლენამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაზარდოს გარიგების ღირებულება. ამჟამად „ჩელსის“ შეძენით ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფია დაინტერესებული, რომელიც მზად არის 5.3 მილიარდი ევრო გადაიხადოს - აღნიშნული თანხა არ ითვალისწინებს აბრამოვიჩის €1.9-მილიარდიან ვალის.

მარტის დასაწყისში აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ ის არ მოითხოვდა „ჩელსისთვის“ მიცემული ვალის გასტუმრებას და ინვესტიციის უკან დაბრუნებას, თუმცა მიმდინარე კვირას რუსმა მილიარდერმა აღნიშნული პირობა შეცვლა, რისი მიზეზიც მის წარმომადგენლობას არ განუმარტავს.

რუს მილიარდერს „ჩელსის“ გაყიდვა მას შემდეგ მოუწია, რაც ის დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდა - აბრამოვიჩს გაეყინა აქტივები და შეეზღუდა ბრიტანეთში საქმიანობა, მათ შორის, საფეხბურთო კლუბის ფლობა და მართვა.

საგულისხმოა, რომ საფეხბურთო კლუბის შეძენით სხვა მილიარდერებიც არიან დაინტერესებულნი, მათ შორისაა: ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, ჩოგბურთის ლეგენდა სერენა უილიამსი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი სებასტიან კოუ და „ფილადელფია სევენთი-სიქსერსის“ მფლობელებიჯოშ ჰარისი და დევიდ ბლიცერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები