მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩელტა" მომხმარებელს ჭვავით და თავთუხით დამზადებულ არტიზანულ პურებს სთავაზობს

61efe2c815959
მარიამ იზორია
31.01.22 09:30
801
წყალტუბოში არტიზანული საცხობი “ჩელტა” გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს ბუნებრივ საფუარზე, მათ შორის ქართულ ჯიშებზე დამზადებულ არტიზანულ პურებს სთავაზობს. ამას გარდა, “ჩელტაში” მზა კვებაც ხელმისაწვდომია.

როგორც bm.ge-ს არტიზანული საცხობის დამფუძნებელმა სალომე ჩხეიძემ განუცხადა, მოთხოვნა ძალიან მაღალია და სწორედ ამიტომ მომდევნო ობიექტის გახსნა უკვე ქუთაისშიც იგეგმება. 

"მომხმარებელს ბუნებრივ საფუარებზე, მათ შორის ქართული ჯიშებით, ჭვავით, თავთუხით, დამზადებულ, პურს ვთავაზობთ. პროდუქციის უმრავლესობა ჩემი რეცეპტით იქმნება. წყალტუბოსთვის ეს სიახლეა, რადგან აქ ბუნებრივი საფუარით მომზადებული პური არ იყიდება. უკვე ერთგული მომხარებელიც გვყავს, რომელიც პროდუქციას ყოველდღე ყიდულობს.

სამომავლო გეგმებში უპირველესად პროდუქტის ეტიკეტირება შედის. ასევე, ქუთაისიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა, ამიტომ შემდეგ ფილიალს სწორედ იქ გავხსნით” - ამბობს სალომე ჩხეიძე.

ინფორმაციისთვის, პროექტს წლაყტუბოს განვითარების ჯგუფმა 26 000 ლარის ტექნიკა გადასცა. ამას გარდა, დამფუძნებელმა დამატებით 15 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები