მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ თვითონ ვაფინანსებთ იმას, რომ უფრო და უფრო ცუდად ვიცხოვროთ"

6349826ea7c91
ალა ისპირიანი
14.10.22 19:30
801
პარლამენტარმა მიხეილ დაუშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რისთვის სჭირდება საქართველოს დეოლიგარქიზაცია. მისი მოსაზრებით, ოლიგარქიული მმართველობა ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციას და დემოკრატიას უშლის, რაც საბოლოოს ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

მიხეილ დაუშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებიდან ისე ჩანს, თითქოს საქართველოში ყველა ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილს გარდა.

„ერთს მხრივ „ოცნება“ გამოდის და გვესაუბრება, რომ დეოლიგარქიისთვის რაღაცას აკეთებს და კანონს იღებს და მეორე მხრივ გვეუბნება, ვინ ოლიგარქი, ამ ქვეყანაში ყველა ოლიგარქია ბატონი ივანიშვილის გარდა. ოლიგარქიული მმართველობა ხელს უშლის ქვეყნის ინტეგრაციას და დემოკრატიას. როდესაც ევროკავშირი გეუბნება, რომ დეოლიგარქია გაქვს გასაკეთებელი პირდაპირ გეუბნება, რომ დემოკრატიასთან კავშირი არ გაქვს.

მთავარი პრობლემაა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა კავშირში. ოლიგარქიული მმართველობის მთავარი შინაარსი იმაშია, რომ ერთი მხრივ ფინანსებს და მეორე მხრივ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს ვაკონტროლებ ანუ გადაწყვეტილების მიმღებ ხალხს და მესამე მხრივ მედიას. საბოლოოდ ამ ყველაფრის წყარო ჩვენი გადახდილი გადასახადებია. საბოლოოდ თვითონვე ვაფინანსებთ იმ მოცემულობას რა მოცემულობაც ქვეყანაში გვაქვს. ჩვენ თვითონ ვაფინანსებთ იმას რომ უფრო და უფრო ცუდად ვიცხოვროთ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა და დასძინა, რომ დეოლოგარქიზაცია და სწორი მმართველობა მხოლოდ იმისთვის კი არაა საჭირო, რომ სადმე გავწევრიანდეთ, არამედ იმისთვის გვჭირდება, რომ კარგად ვიცხოვროთ.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ანტიოლიგარქიული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც უკრაინული მოდელის ანალოგს წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ პირი ოლიგარქად გამოცხადებისთვის ოთხიდან სამ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. დადგენილია ქონებრივი მოთხოვნაც, კერძოდ აღნიშნულ პირს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 247 მილიონი ლარის აქტივები. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სპეციალური რეესტრი, სადაც ოლიგარქები შევლენ, ხოლო აღნიშნულ პირებს შემდეგ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება შეეზღუდებათ. კიდევ ერთი შეზღუდვა სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პროცესში მსხვილი აქტივების შესყიდვის აკრძალვაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები