მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცვარა" ანტიკური დიზაინის სამკაული

BM.GE
16.01.22 14:54
712
სამკაულის ისტორია არის ორ კითხვაზე პასუხი: რა მსურს და რას ვფლობ. აი ამ ორ კითხვაზე პასუხის გაცემა, პროფესიონალმა მხატვარმა და იუველირმა ვაჟა ქუთათელაძემ 40 წლის წინ დაიწყო და ახლა შვილებთან ერთად ანტიკური პერიოდის საიუველირო ტექნოლოგიის, „ცვარამის“ მიხედვით ქმნის თანამედროვე დიზაინის შემოქმედებით სამკაულს. კომპაინიის სახელი „ცვარა“-ც სწორედ ამ ტექნოლოგიიდან არის აღებული. დღეისათვის მხატვრების სახელოსნოში ათასობით დეტალი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების, ცეცხლის ენერგიისა და ძვირფასი მეტალის ურთიერთშერწყმით მზადდება. სამკაულის ყველა დეტალი ხელით მუშავდება და არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მომხმარებლებიც აღტაცებაში მოჰყავს. „ცვარას“ ბრჭყვილა სამყაროში ჩვენმა ჟურნალისტმა სალომე ჭიპაშვილმა შეიხედა და „მხოლოდ ქართულის“ რუბრიკის ფარგლებში სიუჟეტიც მოგვიმზადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები