მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაინტერესება უცხოელი ინვესტორების მხრიდან უფრო მეტია" - მერი ჩაჩანიძე საინვესტიციო ფონდის აუდიტორიაზე

62a5aa4b4e75e
თამთა ჯიჯავაძე
12.06.22 16:00
1953
თიბისი ჯგუფის ფარგლებში აქტივების მართვის კომპანია თიბისი - აქტივების მართვა შეიქმნა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა ლიცენზირებული და რეგულირებადი.

„როდესაც ფონდების შესახებ კანონი შეიქმნა, გადავწყვიტეთ ამ შესაძლებლობით გვესარგებლა. მანამდე არსებობდა ალტერნატივა - ლუქსემბურგში, ირლანდიასა თუ სხვა იურისდიქციაში დაგვეფუძნებინა ფონდი, თუმცა გადავწყვიტეთ საქართველოში დაგვერეგისტრირებინა ჯერ აქტივების მმართველი კომპანია შემდეგ უკვე ფონდი“, - აღნიშნა „საქმიან დილაში“ "თიბისი კაპიტალის" მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ და დასძინა, რომ ახალ ფონდს მიზნობრივი აუდიტორია ჰყავს.

„ჩვენი ფონდი არის ინტერვალური, ანუ მიზნობრივი აუდიტორია გვყავს, ინვესტორები არიან "სოფისტიცირებული", კვალიფიციური ინვესტორები, რომელთაც ერთი მხრივ აქვთ იმდენი ფინანსური შემოსავალი, რომ რისკი აიღოს, და მეორე მხრივ ფინანსური განათლება, იმისთვის რომ რისკის შეფასება დამოუკიდებლად შეძლოს“, - განაცხადა მან.

„თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორის თქმით, საინვესტიციო ფონდების თვალსაზრისით საქართველოში ძირითადად უცხოელი ინვესტორები აქტიურობენ, ისევე როგორც ობლიგაციების ბაზარზე.

„უცხოელი ინვესტორები ყიდულობენ, ვინაიდან მათთვის ეს არ არის უცხო. როგორც წესი, დაინტერესება მათი მხრიდან უფრო მეტია. 70% არის უცხოელი ინვესტორები და 30% ადგილობრივი, თუმცა მოლოდინი გვაქვს რომ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ქართველი ინვესტორების პროპორცია გაიზრდება, ისევე როგორც ახლა გვაქვს ობლიგაციების ბაზარზე“, - განაცხადა მან.

"გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აქტივებსა და ფონდებს ეძებენ" - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები