მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დანერგე მომავალის" ფარგლებში ₾140 მილიონზე მეტია გაცემული - სააგენტო

635026a856120
ალა ისპირიანი
19.10.22 21:00
530
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც "დანერგე მომავალის" პროექტი დაიწყო სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან, ბენეფიციარების დაფინანსებისთვის 140 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.

მისივე თქმით, ისეთი კულტურები რომლის გახარებისა და მსხმოიარობის პერიოდი შედარებით ნაკლები იყო, ბენეფიციარებმა მისი მოყვანა და სარეალიზაციოდ გატანა უკვე შეძლეს.

"კენკროვანი კულტურების 100%-იანი თანადაფინანსება გვქონდა და ამ შემთხვევაში მსხმოიარობაში შესვლის ვადა გაცილებით მეტია. არის კულტურები, რომლებსაც მსხმოიარობაში შესვლისთვის ნაკლები დრო სჭირდება. მაგალითად, დასავლეთში 500 ჰექტარზე მეტი ბაღი გაშენდა და მიღებული მოსავალი დაფინანსებულებს უკვე შეეძლოთ გაეყიდათ.

ზოგადად კი, პროგრამა 2015 წლიდან არის დაწყებული და უკვე 17 000 ჰექტარზე მეტი მრავალწლიანი ბაღია გაშენებული. პროექტის ფარგლებში სულ 2 300 ბენეფიციარი დაფინანსდა და ჯამურად 140 მილიონ ლარზე მეტია გაცემული", - ამბობს იგი.

რაც შეეხება პროგრამის წარუმატებელ მაგალითებს, იგი ამბობს, რომ შესწავლილია და სააგენტომ სათანადო ზომებიც მიიღო. საუბარია, მაგალითად პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებზე, რომლებიც ფერმერებს უბრალოდ გაუხმათ.

"ვუსმენთ, როგორც ფერმერებს ისევე ექსპერტებს და საკონსულტაციო კომპანიებს - დონორები ამაში ძალიან გვეხმარებიან. ერთ შემთხვევა იყო, რომ პრობლემა თვითონ ნერგების ხარისხი იყო და ამ ბოლოს პერიოდში შევზღუდეთ ქვეყნები, საიდანაც ნერგების შემოტანა ხდება. მათ შორის თურქეთიდან საერთოდ შევწყვიტეთ კანლოვნების შემოტანა.

ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ბაღს სარწყავი წყლით უზრუნველყოფა სჭირდება და იქ, სადაც წყლის ნაკლებობა შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ უკვე 2 წელი ჭაბურღილის კომპონენტი ავამოქმედოთ. შეუძლია ბენეფიციარს თავის ბაღში ჭაბურღილი დაამატოს სადაც 50% -იან თანადაფინანსებას ვახდენთ", - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები