მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დასაქმებულთა ელ. რეესტრი"-ახალი ვალდებულება ბიზნესს - დავით პაპიაშვილი და შალვა ცხაკაია ანალიტიკაში

BM.GE
12.02.21 14:23
775
2021 წლის პირველი თებერვლიდან კომპანიებს ახალი ვალდებულება დაემატათ. კერძოდ, მათ რეგულარულად მოუწევთ დაქირავებულ პირთა ახალი ელექტრონული რეესტრის შევსება.

პანდემიის დროს, ახალი ბიუროკრატიული ვალდებულების საჭიროებას შემოსავლების სამსახური იმით ხსნის, რომ ამ პანდემიის შედეგად ეკონომიკაში შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო მწვავედ გამოაჩინა საგადასახადო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისა და ეკონომიკური სუბიექტების მიერ დაქირავებულთა არასრულყოფილად აღრიცხვის პრობლემა. ამ პრობლემამ კი, თავის მხრივ, რიგ შემთხვევებში, დაქირავებულთა მიერ პანდემიის შედეგად მიზნობრივი სოციალური კომპენსაციის პაკეტების მიღება გაართულა.

დაახლოებით ორი კვირის თავზე მოვიკითხეთ, როგორ მუშაობს სისტემა, რომელიც დამქირავებლის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (eservices.rs.ge), პირად ავტორიზებულ პორტალზე არსებულ სპეციალურ ჩანართში მითითებულ დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციას - პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი - ამ დროისთვის უკვე უნდა მოიცავდეს. აქტიურობენ თუ არა დასაქმებულებიც, რადგან, სისტემის მიხედვით, მათაც - საკუთარი ავტორიზებული გვერდიდან, შესაძლებლობა აქვთ, გადაამოწმონ დასაქმებულ პირთა რეესტრში საკუთარი თავის შესახებ განთავსებული ინფორმაცია.

სტუმრები: დავით პაპიაშვილი - აუდიტორული კომპანია "კრესტონ პაპიაშვილის" მმართველი პარტნიორი;

შალვა ცხაკაია - დამსაქმებელთა ასოციაცია, დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თავმჯდომარე


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები