მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას გუდაური, სანამ სრულიად გაჩანაგდა“ - გეგა სალუქვაძე

601007213515c
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.21 16:30
1059
ორგანიზაცია "დაიცავი მთის კორორტების" დამფუძნებელი და სამოქალაქო აქცია #სოცაფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი გეგა სალუქვაძე კურორტ გუდაურის დაუყოვნებლივ გახსნას მოითხოვს. როგორც მან BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, "მთავრობა უსამართლოდ და თავხედურად იქცევა". 

„პირველ რიგში, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას გუდაური, სანამ სრულიად გაჩანაგდა და დაინგრა. ხელისუფლება თავად  არ იცავს იმ რეგულაციებს, რომელიც მოიფიქრა და ყველანაირად ამ ვითარებას თავისი კეთილდღეობისთვის იყენებს; ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ის ბიზნესები მუშაობენ, რომლებსაც ისინი ლობირებენ და ის ბიზნესები, რომლებიც მათ საერთოდ არ აინტერესებთ და რომლებშიც ამდენი შრომაა ჩადებული, მიწასთან სწორდებიან“, - აცხადებს გეგა სალუქვაძე.

აქციის ორგანიზატორი ამბობს, რომ საპროტესტო ინიციატივამ მოსახლეობაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.

„რა დღეში არიან ადამიანები?! ვინმემ საერთოდ იზრუნა ხელოვნებასა და კულტურაზე?! ვინმემ საერთოდ მოიკითხა ეს ადამიანები?! ჩვენი გეგმაა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს გამოსვლა. უტრანსპორტობა ძალიან გვაფერხებს და ვმუშაობთ იმაზე, რომ ის ისტორიები, რომელსაც Facebook-ზე გვწერენ მოქალაქეები, შეძლონ და აქ თავად გააჟღერონ“, - ამბობს „დაიცავი მთის კურორტების“ ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, რა სახით გაგრძელდება აქცია, ჯერ უცნობია, თუმცა ის სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებასაც არ გამორიცხავს.

„პიკეტირება - ეს არ არის პოლიტიკური აქცია; პიკეტირებაში არაკონსტიტუციური არაფერია, ყოველთვის ასეთი მანიფესტაციების დროს მომდევნო ნაბიჯებს თავად ხალხი კარნახობს მთავრობას, რა უნდა გააკეთონ. ეს ადამიანები ითხოვენ, რომ პიკეტირების ფორმას მიმართონ, რაც სრულიად კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჯდება. თუ დაკვეთა პიკეტირებაზეა - იქნება პიკეტირება, თუ სხვა გზით უნდა წავიდეთ - წავალთ სხვა გზით“, - ამბობს გეგა სალუქვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები