პირველადი ინფორმაციით, „დეჟავუში“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.
„პირველადი ინფორმაციით, შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, სავარაუდოდ მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი, ხოლო დაშავებულია 2. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.
ინფორმაციისთვის, აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა.