მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეში 50 ათასი პურის გამოცხობა შეგვიძლია" - „მზეთამზეს“ გეგმები

6461ecb11407f
ინგა მურუსიძე
16.05.23 10:00
682
"გემოვანი პური - მზეთამზეს" დამფუძნებლები ამბობენ, რომ ამ დროისთვის ბაზარზე დღეში 5000 პური იყიდება, თუმცა გეგმაში აქვთ, რომ უახლოეს მომავალში დღეში 200 ათასის წარმოებაზე ავიდნენ. საკითხზე მათ BMGTV-ს გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას ისაუბრეს.

საქმე ის არის, რომ მწარმოებლები პურს მხოლოდ ქართული, ენდემური ჯიშის ხორბლებისგან, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან აცხობენ. „მზეთამზეს“ პური ქართული სუპერმარკეტების თითქმის ყველა ქსელში იყიდება.

„ორი სახეობის პური გვაქვს: ასაწონი და შეფუთული, თავის მხრივ ორივე სახეობა იყოფა გემოვნური თვისებებით. გვაქვს მზესუმზირიანი, ნივრიანი, ჭვავის და ა.შ. პურის სახეობები“, - თქვა „მზეთამზეს“ დამფუძნებელმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა.

რაც შეეხება წარმოებას, დღეისთვის 24 საათში 5000 პური იყიდება.

„7 წლის წინ, როცა პურის გამოცხობა დავიწყეთ, ჩვენი მაღაზია გვქონდა და დღეში 30 პურს ვყიდდით, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ პურის წარმოების ტექნოლოგია, ცომის ხარისხი, გემოვნური თვისებები დავხვეწეთ და მომხმარებელიც შეგვეჩვია. მაღაზია დროებით დავხურეთ, თუმცა ალბათ კვლავ ვიფიქრებთ გახსნაზე. ამ ეტაპზე კვლავ მცირე მწარმოებლებად ვითვლებით, ვყიდით დღეში დაახლოებით 5 ათას პურს, თუმცა დიდი გეგმები გვაქვს - 200 ათასი პურის წარმოება გვინდა. ალბათ უახლოეს მომავალში, შევძლებთ ამას, შესაძლოა ეს იყოს 2-3 წლის პერიოდში“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ოთარ ნაჭყებიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები