მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება"- დეტალებს 16-17 მარტს სჯეიმს კლევერლი გამოაცხადებს

6413459b2fb8b
ალა ისპირიანი
16.03.23 20:17
613
დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

დახმარების მიზეზად საქართველოსა და მოლდოვას მდგრადობის გაძლიერება სახელდება, რადგან რუსეთისგან წამოსული საფრთხის მიმართ მდგრადობა გააძლიერონ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი 16-17 მარტს მოლდოვასა და საქართველოს ესტუმრება და მოლდოვაში ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების მხარდასაჭერად დამატებით 10 მილიონი ფუნტის ოდენობის დახმარების შესახებ გამოაცხადებს. საქართველოსთვის კი, მომავალი წლის არჩევნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად 500 ათასი ფუნტის ოდენობის დახმარებას გამოყოფს. 

“საქართველოში კლევერლი ნახავს, თუ როგორ ეხმარება გაერთიანებული სამეფოს დახმარება, მათ შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა, რუსეთის დივერსიული ჩარევებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად დიდი ბრიტანეთი ასევე 500 000 ფუნტს გამოყოფს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ გარე ჩარევისგან დაცვას”, - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები