მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან გული მწყდება, რომ ჩემი კოლეგები ამას აკეთებენ"... - გამყრელიძე მედიკოსებს მიმართავს

5fae9017378c7
ინგა მურუსიძე
13.11.20 17:53
7699
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის სახელმწიფო პროგრამით გრიპის ვაქცინაცია 86 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, ხოლო კერძო კლინიკებში 35 ათასმა. გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს გაიკეთონ აცრები, რომ დეკემბერში გრიპის ვირუსის და კორონავირუსის ზედდება არ მოხდეს.

გამყრელიძეს მედიამ კითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ ექიმების ნაწილი პაციენტებს ურჩევს, აცრები არ გაიკეთონ.

„ძალიან გული მწყდება, რომ ჩემი კოლეგები ამას აკეთებენ. ძალიან გული მწყდება. ჩვენ წელს 235 ათასი გრიპის ვაქცინა ვიყიდეთ. დაახლოებით 70 ათასამდე იყიდა კერძო სექტორმა. დღეს დილის მონაცემებით, აცრილია 86 ათასი ადამიანი სახელმწიფო პროგრამით, ამას ემატება კერძო სექტორის მიერ აცრილი 35 ათასი ადამიანი.

ვცდილობთ და მოვუწოდებთ ყველა რისკ-ჯგუფს - აიცერით. მოვუწოდებთ ენდოკრინოლოგებს, მიმართეთ თქვენს პაციენტებს და მოუწოდეთ აიცრან. მოვუწოდებ ორსულებს - აიცერით. თუ ვინმემ ფული გამოგართვათ, შეგვატყობინეთ ამის შესახებ. კერძო სექტორს ტარიფი აქვს და ეს უნდა გადაიხადოთ, თუმცა სახელმწიფო პროგრამა სრულად უფასოა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები