მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძლიერი რეფორმების დღის წესრიგით, საქართველო იმსახურებს EU-ს კანდიდატის სტატუსს"

63f0f222bda00
BM.GE
18.02.23 19:41
913
ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ძლიერი რეფორმების დღის წესრიგით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

„მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების წინსვლას და მომდევნო ეტაპზე გადასვლას. ძლიერი რეფორმების დღის წესრიგით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნავს პრემიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები