მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ებიტ ჯგუფი" - მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, უნდა ვიცოდეთ, რას აპირებს მთავრობა

6067644716c20
ლიკა გურაბანიძე
04.04.21 20:00
837

მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია "ებიტ ჯგუფის" მმართველი პარტნიორი ვლად ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესისთვის გაურკვევლობა სერიოზული პრობლემაა, რადგან ამ ვითარებაში მათთვის რეალური გათვლების გაკეთება რთულია. როგორც მან “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, შექმნილ სიტუაციას ლარის კურსზე მძიმე წნეხი ემატება, რაც ბიზნესზე ცალსახად ნეგატიურად აისახება.

“მთავარია მთავრობასა და ბიზნესს შორის მჭიდრო კომუნიკაცია იყოს. მთავრობის მხრიდან გეგმა უნდა იყოს წარმოდგენილი, კრიზისიდან რა ნაბიჯებით გამოვდივართ და მომდევნო პერიოდში რას უნდა ველოდოთ. მესმის, რთულია ასეთ ვითარებაში გეგმის შემუშავება, თუმცა მნიშვნელოვანია.

მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, რომ ვიცოდეთ მთავრობა რას აპირებს. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მოკლე დროში რას გააკეთებს, შესაძლოა, დაგეგმილი გამოვიდეს ან არ გამოვიდეს, მაგრამ ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ გეგმა არსებობს და ვითარება კონტროლს ექვემდებარება” - განმარტა ბეჟაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები